საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. კონტინენტის პირველობას რომი 10-16 თებერვალს უმასპინძლებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იტალიაში 11 თებერვალს გაემგზავრებიან და ხალიჩაზე 14-16 თებერვალს გავლენ.
გიორგი იანტბელიძის გუნდი დასკვნითი შეკრებას დუშეთში გადის, სადაც დღეს, საკონტროლო შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ევროპული განაცხადიც შეივსო.
ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ:
57 კგ – ოთარ გოგავა
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
70 კგ – მირზა სხულუხია
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – დათო მარსაგიშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი