თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემდგენლობა დასახელდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემდგენლობა დასახელდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. კონტინენტის პირველობას რომი 10-16 თებერვალს უმასპინძლებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იტალიაში 11 თებერვალს გაემგზავრებიან და ხალიჩაზე 14-16 თებერვალს გავლენ.

გიორგი იანტბელიძის გუნდი დასკვნითი შეკრებას დუშეთში გადის, სადაც დღეს, საკონტროლო შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ევროპული განაცხადიც შეივსო.

ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ:

57 კგ – ოთარ გოგავა

61 კგ – ბექა ლომთაძე

65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

70 კგ – მირზა სხულუხია

​74 კგ – ავთანდილ კენჭაძე

79 კგ – ნიკა კენჭაძე

86 კგ – დათო მარსაგიშვილი

92 კგ – ირაკლი მწითური

97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ – გენო პეტრიაშვილი