თავისუფალი ჭიდაობა | ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ანდრო მარგიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

22:09, 05.02.2026

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ანდრო მარგიშვილმა (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ვეგი დამაჯერებლად, 12:2 დაამარცხა.

ტურნირის პირველ დღეს მედლები საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოიპოვა – აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ოთხი მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.

მსგავსი