თავისუფალი ჭიდაობა | სოლომონ მანაშვილი კონტინენტის პირველობის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | სოლომონ მანაშვილი კონტინენტის პირველობის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში იჭიდავა მირიან მაისურაძემაც (92 კგ), რომელიც აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა და ხვალ, 9 აპრილს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

დღეს გამომსვლელი სამი ქართველი გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) ევროპის ჩემპიონატს უმედლოდ დაემშვიდობნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში იჭიდავებს, გოგა ოთინაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ფინალურ ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.