თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს #1TVSPORT
ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის, ლუკა ღვინჯილია (57 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ასევე მესამე საპრიზო ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას დავით ფაცინაშვილი (70 კგ), რომელმაც ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბაქოში დასრულებულ 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72კგ) გახდნენ, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.