თავისუფალი ჭიდაობა | პეტრიაშვილი და ფარტენაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | პეტრიაშვილი და ფარტენაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ფინალისტები. მსოფლიო პირველობაზე უკვე სამი გამარჯვება მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და იგი ნახევარფინალში იასპარეზებს. ქართველმა ჯერ კამბოჯელი მოჭიდავე დაამარცხა 9:3, შემდეგ რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წარმომადგენელს დაძაბულ ბრძოლაში 6:5 სძლია, მეოთხედფინალში კი პოლონელ ბარანს მოუგო.

საქართველოს სახელით მსოფლიოს პირველობაზე დღეს გამომსვლელი შოთა ფარტენაძეც (61 კგ) ფინალში გასასვლელად იჭიდავებს.

ქართველმა 1/4 ფინალში უზბეკი ჯახონგირმიზა ტურობოვი 4:3 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს. ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული მეხუთე ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელი გახდება.