თავისუფალი ჭიდაობა | ორი ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ორი ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც მირიან მაისურაძე (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და გიორგი ელბაქიძე (74 კგ) – მეოთხედფინალში, ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) კი მერვედფინალში დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ტურნირზე ასევე ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში იჭიდავებს, გოგა ოთინაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. დღევანდელი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება, მედლები კი 9 აპრილს გათამაშდება.