თავისუფალი ჭიდაობა | ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - მანაშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობის ფინალშია #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს, 20:00-ზე ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველს ვიხილავთ.
ტურნირზე ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი იბრძოლებს, ხოლო რამაზ თურმანიძე (61კგ), ევსემ შველიძე (86კგ) და – მირიან მაისურაძე (92კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ორმა ქართველმა ფალავანმა ოქროს მედლები მოიპოვეს. გიორგი ელბაქიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ ტურნირი პირველ ადგილებზე დაასრულეს. ელბაქიძემ ფინალში ირანელი მეტოქე 8:4 დაამარცხა, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ ფინალში ყაზახ მოჭიდავეს 5:3 სძლია.