თავისუფალი ჭიდაობა | მირიან მაისურაძე მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე (92 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში ლეგენდარულ ფალავანთან, აბდულრაშიდ სადულაევთან 0:6 დამარცხდა.
დღესვე შეჯიბრებაზე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დამაჯარებელად, 13:4 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე ორი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ბრინჯაოს პრიზიორები გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე გახდნენ.