თავისუფალი ჭიდაობა | მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, ძებისაშვილი მერვედფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, ძებისაშვილი მერვედფინალშია #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ორი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს, რომელთაგანაც გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა პალესტინელი სპორტსმენი 9:1 დაამარცხა.

მსოფლიო პირველობაზე პირველ დაპირპირებას რამდენიმე წუთში ჩაატარებს პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97კგ).

გუშინდელი წონითი კატეგორიებიდან მირიან მაისურაძე (92 კგ) და გიორგი ელბაქიძე (74 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებდნენ, რომელთაგანაც მაისურაძემ წარმატებულად იჭიდავა და დღეს ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.