თავისუფალი ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
თურქეთის ქალაქ ანტალიაში 20-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.
პირველ საჭიდაო დღეს 97 კგ წონითი კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლებს ზურაბ აბალაკი (70 კგ) და ოთარ ბერიძე (79 კგ) დაეუფლნენ.