თავისუფალი ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.
97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.
ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც ფრანგი სპორტსმენი, აშაბ დადაევი დაამარცხა.