თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილმა მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა თავისთვის პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.
ფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის მეტოქე ბაჰრეინის წარმომადგენელი ახმედ ტაჟუდინოვი იქნება. ოქროს მედლისთვის შეხვედრა ხვალ, 11 აგვისტოს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125კგ) იბრძოლებს, მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეა.