თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო პირველობის ნახევარფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო პირველობის ნახევარფინალშია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ორი ქართველი სპორტსმენი – ედემი ბოლქვაძე (65კგ) და გივი მაჭარაშვილი (97კგ) ასპარეზობს.

მაჭარაშვილმა ტურნირზე მაკედონიელი და ბულგარელი მოჭიდავეების შემდეგ, ყაზახი მოწინააღმდეგეც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ერთი შეხვედრა მოიგო და მსოფლიო პირველობის მერვედფინალშია ბოლქვაძე.

დღეს გამომსვლელი ორივე ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ წონით კატეგორიაში ჭიდაობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობის ფინალში ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) იასპარეზებს, მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.

ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.