თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ასპარეზობდნენ.

მაჭარაშვილმა ტურნირზე მაკედონიელი და ბულგარელი მოჭიდავეების შემდეგ, ყაზახი მოწინააღმდეგეც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ მაგომედხან მაგომედოვთან 1:6 დამარცხდა. მაჭარაშვილი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მსოფლიო პირველობაზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი ედემი ბოლქვაძე შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობის ფინალში ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) იასპარეზებს, მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.

ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.