თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის – ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.