თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ფინალისტები. მსოფლიო პირველობაზე უკვე ორი გამარჯვება მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და იგი მეოთხედინალში იასპარეზებს. ქართველმა ჯერ კამბოჯელი მოჭიდავე დაამარცხა 9:3, ხოლო შემდეგ რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წარმომადგენელს დაძაბულ ბრძოლაში 6:5 სძლია.

საქართველოს სახელით მსოფლიოს პირველობაზე დღეს გამომსვლელ შოთა ფარტენაძეს (61 კგ) ჯერ არ უჭიდავია, გიორგი ელბაქიძე (70 კგ ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) კი ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს. ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული მეხუთე ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელი გახდება.