თავისუფალი ჭიდაობა | ანტალიის ტურნირზე პეტრიაშვილმა და კობახიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ანტალიის ტურნირზე პეტრიაშვილმა და კობახიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით 20 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე გავიდა.

ოქროს მედლები საბა კობახიძისა (74კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილის (97კგ) ანგარიშზეა, ვერცხლი ლუკა ვანიშვილმა(70კგ) და დაჩი პაპინაშვილმა (86კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ნიკა ზანგალაძე (57კგ), დავით ჭეჭელაშვილი (79კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ) დაეუფლნენ.