თავისუფალი ჭიდაობა | აკაკი ქემერტელიძე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | აკაკი ქემერტელიძე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა – შეჯიბრება გამარჯვებით დაიწყო აკაკი ქემერტელიძემ (70კგ).

ქართველმა მოჭიდავემ მერვედფინალში უზბეკი ბეგიჯონ კულდაშევი 4-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად მონღოლ ფალავანთან იჭიდავებს.

ზაგრებში დღეს წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 14 სექტემბერს ჩატარდება.