თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ხუთი ქართველი – ლუკა ღვინჯილია (57კგ), ნიკოლოზ ბეშიძე (65კგ), გოგა ოთინაშვილი (70კგ), გიორგი გოგრიჭიანი (79კგ) და რამინ გულიტაშვილი (97კგ) გამოვიდა, რომელთაგან სამი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
ტურნირის ფინალურ ბლოკში იასპარეზებს ლუკა ღვინჯილია(57კგ), იგი ნახევარფინალში დამარცხდა და პირდაპირ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. შეჯიბრებაზე მესამე ადგილისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ ნიკოლოზ ბეშიძე (65კგ) და გოგა ოთინაშვილი (70კგ).
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს პონტევედრაში დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მესამე ადგილზე თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) გავიდნენ.