თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე დღეს გამომსვლელი ხუთი ქართველიდან ხუთივე ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე დღეს გამომსვლელი ხუთი ქართველიდან ხუთივე ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

რომში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ასპარეზობები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყო. ჩვენი ბიჭები ძალიან კარგად გამოვიდნენ წინასწარ შეხვედრებში და ხუთივე მათგანი კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებს.

მერაბ სულეიმანიშვილი (125კგ) ბულგარელ ივანოვს შეხვდება, ანდრო მარგიშვილი (92კგ) ფინალში გასასვლელად უკრაინელ საჰალიუკს დაუპირისპირდება, დავით კოღუაშვილიც უკრაინე მოჭიდავეს, (86) ლუკა ჩხიტუნიძე (74კგ) მოლდაველ სარას, ხოლო დავით აბდალაძე (61კგ) კი რუმინელ ან უკრაინელ სპორტსმენს შეხვდება.

ნახევარფინალური დაპირისპირებები 18:45 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ოთარ ადეიშვილი (79კგ) ფინალში იჭიდავებს, ლუკა ღვინჯილია (57კგ), ლუკა ხუჭუა (97კგ) და კუკა ჯანეზაშვილსაც (65კგ)კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.