თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი გოგრიჭიანი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
სერბეთში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება, ხოლო ორ ქართველს, თამაზ ნიკოლეიშვილსა (86 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილს (92 კგ) რეპეშაჟიდან საპრიზო სამეულში შესასვლელად ორ-ორი შეხვედრის მოგება სჭირდებათ.
6 ივლისს შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა, რამინ გულიტაშვილმა (97 კგ) და გოგა ოთინაშვილმა (70 კგ) ბრინაჯაოს მედლები მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ტურნირის ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დაეუფლა ანრი ხოზრევანიძე (63 კგ). კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილზე კი თორნიკე მიქელაძე (77კგ) და რატი ხოზრევანიძე (67კგ) გავიდნენ.