თავისუფალი ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე მირანდა კაპანაძე მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, დღეს ორი ქართველი გოგონა იასპარეზებს #1TVSPORT
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველი გოგონა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი მირანდა კაპანაძე (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა – იგი რეპეშაჟში ბერძენ სპორტსმენთან 2:4 დამარცხდა. დღეს ქალთა ტურნირზე კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე – ლიზა შავაძე (53 კგ) და ნინი ციცვიძე (61 კგ) დაიწყებენ ასპარეზობას.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.