თავისუფალი ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურაძე და ლუქუნიძე ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის ორი ქართველი ფალავანი – ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) და გიგია ლუქუნიძე (110 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.
მაისურაძემ მეოთხედფინალში ინდოელი ვევიკი 12:2 დაამარცხა, ლუქუნიძემ კი თურქ ირტეგუნს 5:0 სძლია.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 23 აგვისტოს, საღამოს გაიმართება, ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი კი მსოფლიო პირველობაზე ხვალ, 24 აგვისტოს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.