თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა უწყების ერთ-ერთ ობიექტზე მომხდარ სუიციდის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა უწყების ერთ-ერთ ობიექტზე მომხდარ სუიციდის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.

როგორც თავდაცვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს – მან უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო.

„საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.