თავდაცვის სამინისტრო ზვიად კუპრავას გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
თავდაცვის სამინისტრო ზვიად კუპრავას გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს პარლამენტთან აქციის ორგანიზატორის ზვიად კუპრავას განცხადებას, რომ აქციაზე წასვლის გამო, ერთ-ერთი სამხედრო პირი დააკავეს.

„ზვიად კუპრავას განცხადება რეალობას არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტრო მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს“, – განუცხადეს პირველ არხს თავდაცვის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ გუშინ დაუკავშირდა უცნობი პირი, თავი ჯარისკაცად წარუდგინა და განუცხადა, რომ ფორმით მიდიოდა რუსთაველის გამზირზე აქციაზე. მოგვიანებით კი, „ხალხი ლაპარაკობდა, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს და გაიყვანეს“. კუპრავას თქმით, მოგვიანებით იგივე პირი დაუკავვშირდა და უთხრა, რომ ის სამხედრო პოლიციამ წაიყვანა.

დატოვე კომენტარი