თავდაცვის სამინისტრო - ვრცელდება დეზინფორმაცია გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, რაც წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
თავდაცვის სამინისტრო - ვრცელდება დეზინფორმაცია გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, რაც წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას

ვრცელდება დეზინფორმაცია თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

„სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.