თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

12:43, 26.02.2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მსგავსი