ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის და შეიაღებისა და სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ავიამშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ფრანგულ კომპანიებთან არსებული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში საჰაერო თავდაცვის ინიციატივის მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა  თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობა საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, აღჭურვილობის ტრნასფორმაციასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და მისი მოადგილე, მესამე რანგის კაპიტანი შარლ-ვიქტორ ორი დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი