თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რაც, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის შედეგია.

მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.