თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ [ფოტო]
თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ [ფოტო]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

სამხედროები სპეციალური აღჭურვილობით სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შოვში ყოფნისას განაცხადა, რომ ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალებიც ჩაერთვებოდნენ.

ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სტიქიის ადგილზე ყოფნისას აღნიშნა, სამაშველო სამუშაოებში კონკრეტულად მონაწილეობას მიიღებდნენ გვარდიის დანაყოფები, რომლებსაც შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ.