ტატო გრიგალაშვილმა კორეელი ლი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი პარიზის 2024 ოლიმპიადის (81კგ) ფინალში იჭიდავებს.
24 წლის ქართველმა ფინალში გასასვლელად სამხრეთკორეელ ჯონ ჰვან ლის დამატებით დროში ვაზარით სძლია და ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში ტატოს მეტოქე იაპონელი ტაკანორი ნაგასე იქნება.
დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი, ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.