ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.
24 წლის ქართველმა მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია. გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად სამხრეთკორეელ ლის დაუპირისპირდება – ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველო ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.