ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (90კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.
დღეს გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ).
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.