ცნობილი გახდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები.
წილისყრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა და მას ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი უძღებოდა.
წილისყრამ „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ შეახვდრა, ხოლო „თელავი“ – ქუთაისის „ტორპედოს“. საქართველოს თაისის დებულების მიხედვით, მატჩები ერთრაუნდიანია და მასპინძელი, როგორც წესი, დაბალი ლიგის გუნდია.
გამომდინარე აქედან, ნახევარფინალური შეხვედრების მასპინძლები „გაგრა“ და „თელავი“ იქნებიან. მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება.