ტაშკენტის გრანდ სლემზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი 1-3 მარტს გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე 69 ქვეყნის 501 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. შეჯიბრებაზე ექვსი ქართველი გამოვა: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ.), ლაშა ნადირაძე (66 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე – 100 კგ.).
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში ცხრა ძიუდოისტით სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემი მოიგო, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) _ ვერცხლის, გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.