თარიღები გაირკვა - ეროვნული ლიგის პლეი ოფი 7 დეკემბერს დაიწყება #1TVSPORT
თარიღები გაირკვა - ეროვნული ლიგის პლეი ოფი 7 დეკემბერს დაიწყება #1TVSPORT

ეროვნული ლიგა „სამტრედიამ“ დატოვა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ და ქობულეთის „შუქურა“ პლეი ოფში ითამაშებენ. ასევე ცნობილია, რომ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ლიგა 2-დან „გაგრა“ და მარტვილის „მერანი“ იბრძოლებენ.

გამომდინარე აქედან, პლეი ოფის წყვილებიც გარკვეულია – ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან, მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდება, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ – ეროვნულ ლიგა 2-ის მეორე ადგილზე გასულ „გაგრას“.

ეროვნული ლიგის გვერდზე ამ მატჩების გამართვის თარიღები გამოქვეყნდა: პირველი მატჩები 7-8 დეკემბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 11-12 დეკემბერს.

ეროვნული ლიგის პლეი ოფის განრიგი

08.12.2021 – პირველი მატჩები

მარტვილის „მერანი“ – ქუთაისის „ტორპედო“

ქობულეთის „შუქურა“ – „გაგრა“

12.12.2021 – საპასუხო მატჩები

ქუთაისის „ტორპედო“ – მარტვილის „მერანი“

„გაგრა“ – ქობულეთის „შუქურა“

ასევე ცნობილია ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფის თარიღები

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფის განრიგი

07.12.2021 – პირველი მატჩები

11.12.2021 – საპასუხო მატჩები