ტარიელ ხეჩიკაშვილი - მთავარია, „საბურთალომ“ ქართული ფეხბურთი ევროპაში ღირსეულად წარადგინოს #1TVSPORT
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა საქართველოს თასის ფინალში ბათუმის „დინამოსთან“ გამარჯვებაზე (1:0). მისი გუნდისთვის ეს გამარჯვება ბოლო ხუთ წელში მესამეა ამ ტურნირზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, სამწვრთნელო სტაფს და გულშემატკივრებს. უამინდობის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან საქართველოში ფეხბურთი უყვართ.
თასის მოპოვება შემთხვევითი არაა. გუნდმა ბოლო ხუთ წელში ეს ტიტული მესამედ მოიგო, ამას გარდა, ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ სტაბილური გუნდი ვართ და სწორი გზით მივდივართ.
ახლა მთავარი ამოცანაა, ქართული ფეხბურთი ევროპულ ტურნირებზე ღირსეულად წარვადგინოთ. ამიტომ წარმატება, მინდა, ვუსურვო არა მხოლოდ „საბურთალოს“, არამედ ბათუმის „დინამოს“ და ყველა იმ გუნდს, რომლებიც საქართველოდან ევროტუნირებზე ითამაშებენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „საბურთალოს“ პრეზიდენტმა.