ტაქსის მძღოლი მერიკო კობერიძე 15 წლის გიგი ანთაძეს უფასოდ მოემსახურება [ვიდეო]

„ახალ კვირაში” გასული რეპორტაჟები​ს გმირები – ტაქსის მძღოლი მერიკო კობერიძე და 15 წლის ბიზნესმენი გიგი ანთაძე დამეგობრდნენ.

მერიკოს გადაწყვეტილებით, ის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ყოველ დილას გიგის ჯერ საბითუმო ბაზარში, შემდეგ კი მზიურში საკუთარ ჯიხურში მიიყვანს.

ახალგაზრდა ტაქსის მძღოლ გოგონასა და 15 წლის ბიზნესმენზე „ახალ კვირაში“ გასული რეპორტაჟები ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

26 წლის მერიკო კობერიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, სწავლა უცხოეთში განაგრძო და ახლა საქართველოში ტაქსის მძღოლობის გარდა, მუშაობს და საკუთარი მცირე ბიზნესიც აქვს.

15 წლის გიგი ანთაძე ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, თუმცა ეს ხელს არ უშლის, საკუთარი ბიზნესი ჰქონდეს. ის რუსთაველის გამზირზე ნატურალურ წვენებს ყიდდა, თუმცა გარევაჭრობის აკრძალვის რეგულაციის შემდეგ, თბილისის მერიამ „მზიურში“ ჯიხური გადასცა, სადაც ის წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას.