ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში იწარმოებს  
ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში იწარმოებს  

ტაქსების სანებართვო პროცედურები დღეიდან მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც პირველ არხს თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შესაბამისი პროცედურები მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე იწარმოებს. აქედან გამომდინარე, ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი აღარ იქნება ჩართული.

ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულადაც ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.

დედაქალაქის მასშტაბით უკვე რეგისტრირებულია 23 000-მდე ტაქსი. რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო.