TAP კონსორციუმი - ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მარშრუტის 80%-ზე მეტი დასრულებულია
TAP კონსორციუმი - ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მარშრუტის 80%-ზე მეტი დასრულებულია

საბერძნეთსა და ალბანეთში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მარშრუტის 80%-ზე მეტი უკვე დასრულებულია, –  ამის შესახებ ინფორმაციას TAP კონსორციუმი Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში ნთქვამია, რომ 765-კილომეტრიანი მილსადენის 615-კილომეტრიანი მონაკვეთი კონსორციუმმა უკვე შეადუღა.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი, რომელის ღირებულება 4.5 მილიარდი ევროა, „სამხრეთის ბუნებრივი აირის კორიდორის“ ნაწილს შეადგენს.

აღნიშნული მილსადენი უნდა დაუკავშირდეს ტრანს-ანატოლიურ მილსადენს (TANAP) თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე.

პროექტი გაგრძელდება საბერძნეთში, ალბანეთში, ადრიატიკის ზღვის ფსკერზე სამხრეთ იტალიის მიმართულებით გაივლის.

ტრანს-ანატოლიური და ტრანს-ადრიატიკული მილსადენებით ევროპამ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი, საქართველოსა და თურქეთის გავლით უნდა მიიღოს.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის საწყისი გამტარუნარიანობა წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება.

„სამხრეთის ბუნებრივი აირის კორიდორის“ თურქული ნაწილის მშენებლობა 2018 წელს, ტრანს-ადრიატიკული კი 2020 წელს უნდა დასრულდეს.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის საერთო სიგრძე 878 კილომეტრია, აქედან 550 კილომეტრი საბერძნეთში, 215 ალბანეთში, 105 ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, 8 კი იტალიაში განთავსდება