ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში ბორანის ჩაძირვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა

10:35, 21.09.2018

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში ბორანის ჩაძირვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის მაშველებმა 37 მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ადგილობრივი მთავრობა შიშობს, რომ მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 200-ს გადააჭარბოს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბორანზე 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ინციდენტი ტანზანიის სამხრეთ ნაწილში, უკერევეს ოლქის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში მოდა. ამავე რეგიონში, ვიქტორიას ტბაში 1996 წელს ბორანის ჩაძირვას 800 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი