„ტანერის“ საავადმყოფოს მეცნიერ-თანამშრომელი ბექა ბახტაძე - მქონდა შემთხვევა, როდესაც მე მეჭირა „აიპედი“ და ოჯახის წევრები უყურებდნენ პაციენტს, რომელიც სიცოცხლის ბოლო საათებისთვის იბრძოდა
სამიდან ოთხ პაციენტამდე ვიღებდი ყველაზე ცუდ დღეს კრიტიკულ განყოფილებაში, რეალურად იმდენად შეიცვალა ვითარება, რომ ბოლოს სხვა დაავადებით პაციენტი როდის ვნახე განყოფილებაში, არ მახსოვს, არავის უნდა, რომ დაახლოებით იგივე მოხდეს და განმეორდეს საქართველოში, – ამის შესახებ „ტანერის“ საავადმყოფოს ინტენსივისტი/ კლივლენდ კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელმა, ბექა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც ბექა ბახტაძემ აღნიშნა, ადამიანები პროცენტებს მარტივად აღიქვამენ, მაგრამ 100-დან 10 ადამიანი შეიძლება უბრალოდ ვერ გადაარჩინო.
„ხუთიდან ათამდე პაციენტს ვიღებ დღეში მე თავად. მე ვარ რეანიმატოლოგი, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, თუ პაციენტი ჩემთან მოდის, მას დაავადება ძალიან უტევს. სამიდან ოთხ პაციენტამდე ვიღებდი ყველაზე ცუდ დღეს ამ კრიტიკულ განყოფილებაში, რეალურად იმდენად შეიცვალა სიტუაცია, რომ ბოლოს სხვა დაავადებით პაციენტი როდის ვნახე განყოფილებაში, არ მახსოვს. არავის უნდა რომ დაახლოებით იგივე მოხდეს და განმეორდეს საქართველოში. ეს არ უნდა ითარგმნებოდეს ისე, რომ კორონავირუსმა ჩაიარა, ყველას გარეთ გასვლა და შეკრება შეგვიძლია, იქნება ეს ეკლესია, მუზეუმი, სტადიონი თუ სხვა. აქ არ არის საუბარი იმაზე, კონკრეტულად რას ემსახურება ესა თუ ის შენობა ან ინსტიტუცია, აქ არის საუბარი რამდენად ახლოს და ბევრი ადამიანი იკრიბება ერთად. რატომღაც მგონია, რომ პროცენტებს იოლად აღვიქვამთ ადამიანები, 100-დან 10 ადამიანი შეიძლება უბრალოდ ვერ გადაარჩინო, სამომვალოდ კიდევ დადგინდება ეს მონაცემები, მაგრამ დღეს ასეა, როცა პაციენტს ვუყურებ წინასწარ უკვე ვიცი, საით წავა და რა სახის ჩარევა იქნება საჭირო.
წარმოიდგინეთ პირველი დღე, როცა პაციენტი საავადმყოფოში მოდის, ამ პაციენტთა მეხუთედს სჭირდება ინტენსიურ თერაპიაში განთავსება. მეორე, მესამე დღეს მათ უვითარდებათ შეუქცევადი პროცესები. ეს, პირველ რიგში, მოიცავს ფილტვების უკმარისობას, სუნთქვის უკმარისობას, რაც შემდეგ ითრევს სხვა ორგანოებს, რადგან ჟანგბადის მიწოდება არ ხდება, ეს ითრევს თირკმელებს, ღვიძლს და ბევრ სასიცოცხლო ორგანოს. ეს ემოციურად ილექება ჩემს ქვეცნობიერში, ამასთან მიწევს მეც ბრძოლა და შეგუება. ბევრი შემთხვევა მქონდა, როცა 14-15 დღის შემდეგ, როცა პაციენტი შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და ვიცით, რომ გამოსავალი არ იქნება საიმედო, ოჯახი რასაც ახერხებს არის, ის რომ „აიპადის“ და „ფეისთაიმის“ მეშვეობით ვურეკავთ, რომ ოჯახის წევრებს შეხედონ. თუ საშუალება მაქვს ვაღვიძებ პაციენტს, რომ ბოლო ორი-სამი საათი ელექტორნულად მაინც გაატაროს ოჯახის წევრებთან ერთად.
სამწუხაროდ, მქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მე მეჭირა „აიპედი“ და ოჯახის წევრები უყურებდნენ პაციენტს, რომელიც სიცოცხლის ბოლო საათებისთვის იბრძოდა“, – განაცხადა ბექა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მკაცრი იზოლაციის გარდა, სხვა ბერკეტი არ არსებობს, მაქსიმალურად უნდა მოხდეს იზოლაცია.
„ჯერ არ ვიცით 2-3 მეტრის დისტაცნიერება გამოსავალია თუ არა, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტს ვგებულობთ, მაგრამ ეს პირდაპირ კონტაქტს ჯობია, ახლა სახლში დარჩენაზე და საკუთარი თავის ფიზიკურ იზოლირებაზე უკეთესი გამოსავალია არ არსებობს, ამაზე უკეთესს ადამიანი ვერ გააკეთებს გინდა საქართველოში, გინდა ამერიკაში და გინდა სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ბექა ბახტაძემ.