ტანა უმანგამ „ბლუზის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ტანა უმანგამ „ბლუზის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ტანა უმანგა „ბლუზის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისმა ასისტენტმა ჩაანაცვლა. ლეგენდარული შუამარბი ოკლენდური გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

კლუბის ხელმძღვანელობამ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება უმანგასთან ურთიეთშეთანხმების საფუძველზე მიიღო.

ახალ ზელანდიელი ვეტერანი მორაგბე, ტანა უმანგა, რომელიც ოკლენდ „ბლუზის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა, ამჯერად გუნდის დაცვის მწვრთნელად იმუშავებს.

„ბლუზის“ მთავარ მწვრთნელად სამ წლიანი ვადით უმანგას ასისტენტი, ლეონ მაკდონალდი დაინიშნა.

ტანას სამ წლიანი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში, გუნდმა „ზე რაგბის“ გათამაშებაში მეთერთმეტე, მეცხრე და მეთოთხმეტე ადგილები დაიკავა.