თამაზ წულაია - უნივერმაღ „ენგურის“ შენობაში, რომელიც მე წამართვეს, აიყვანდნენ ხელბორკილიან ადამიანს და მიდიოდა ცემა-ტყეპა, ეს ინფორმაცია ვინც მომაწოდა, იმ ქალის სადარბაზო მოწამლეს
თამაზ წულაია - უნივერმაღ „ენგურის“ შენობაში, რომელიც მე წამართვეს, აიყვანდნენ ხელბორკილიან ადამიანს და მიდიოდა ცემა-ტყეპა, ეს ინფორმაცია ვინც მომაწოდა, იმ ქალის სადარბაზო მოწამლეს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოქალაქე თამაზ წულაიას მოუსმინეს.

როგორც თამაზ წულაიამ აღნიშნა, ქალი, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ადამიანების წამება და გაუპატიურება ხდებოდა უნივერმაღ „ენგურის“ შენობაში, მოწამლეს და გარდაიცვალა.

„ციხეში რომ ვიყავი, მქონდა კავშირები გარე სამყაროსთან, ჩემებთან, ტელეფონი, ყველაფერი. ჩემი „ენგურის“ გვერდით ცხოვრობდა ერთი დაქალივით ადამიანი, რომელიც ყველაფერს ხედავდა და მეუბნებოდა. მესამე სართულზე გაუხსნიათ გამაჯანსაღებელი სპორტული პოლიციელებისთვის ვითომ რაღაც. უკნიდან იყო ასასვლელი, 9-10 საათის შემდეგ აიყვანდნენ ხელბორკილიან ადამიანს, მიდიოდა ცემა-ტყეპა. საწყალი კაცი რომ გააუბედურეს და გააუპატიურეს, იმ შენობაში იყო. კასრები და ყველაფერი იქ იყო, მაგრამ როდესაც მოვიდა „ქართული ოცნება“, სამ დღეში ყველაფერი სადღაც წავიდა და შემდეგ სადღაც ნახეს. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ვის ეტყოდი და რომ გეთქვა, რა აზრი ჰქონდა? რამეს თუ იტყოდი, შენც დაგიჭერდნენ და იქ მცხოვრები ხალხი ამას ხედავდა. ეს დამალული არ არის, ყველამ იცის. ეს ინფორმაცია ვინ მომაწოდა და როგორ გაჟღერდა, მიხვდნენ და იმ ქალის სადარბაზო მოწამლეს, ვითომ რაღაცა ეზოს ასხურებენ წამალს და იმ ქალს შეეყარა ავადმყოფობა, ინსულტი მიიღო და გარდაიცვალა“, – განაცხადა თამაზ წულაიამ.

თამაზ წულაია ამბობს, რომ მას წაართვეს უნივერმაღი „ენგურის“ შენობა და კიდევ 21 ობიექტი.

„ახალაიამ ყველაფერი იცოდა. ციხეში იმიტომ დამაყოვნა, რომ ეს საქმე გაკეთებულიყო. ახალაიამ იცოდა, დავით როგავამ როგორ მიითვისა „ენგური“, აქციის საფასურად მიითვისა ჩემი წილი და ყველაფერი. ახალაია იმის კაცი არ იყო, 50 ათასი დოლარი აეღო? რომ მიეცათ ნახევარი მილიონი დოლარი, აიღებდა. ეს შენობა ღირდა სამიდან ხუთ მილიონამდე. ახალიამ რომ წაართვა ამათ ეს, რომ გააქცია ეს ხალხი, შეაშინა, რადგან ფული არ მიიღო იმდენი, რამდენიც უნდოდა, იცოდა ამათი გაფუჭებული საქმე რა იყო, შეეშინდათ ამათ და გაიქცნენ. ორს გამოუტანეს ხუთ-ნახევარი წელი დაუსწრებლად. „უნივერმაღის“ შენობის გარდა, ახალიამ წაგვართვა 21 ობიექტი. ყველაფერი წაგვართვა. ეს ყველაფერი ვის მისცა, რა გააკეთა, არ ვიცი, სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომელიც არ არის გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა. „უნივერმაღი ენგური“ გადასცა თავის შვილს“, – განაცხადა თამაზ წულაიამ.