თამაზ ნავერიანი – კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რომ დღეს მარნეულში უკეთესი ვითარებაა

13:15, 29.04.2020

კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენ დღეს მარნეულში გვაქვს უკეთესი მდგომარეობა და მადლობა სოფლის მეურნეობის სამინისტრის ამ შრომის გაწევისთვის, – ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა.

როგორც თამაზ ნავერიანმა აღნიშნა, დღეს მარნეულში მსხვილმა ექსპორტიორებმა სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. მსხვილი ექსპორტიორები შეისწავლიან ბაზარს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასეთი ხელშეწყობა, ასეთი კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენ დღეს მარნეულში გვაქვს უკეთესი მდგომარეობა“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

მსგავსი