თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ თიანეთის მერის ხელახალი არჩევნებისთვის მზად არის 
თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ თიანეთის მერის ხელახალი არჩევნებისთვის მზად არის 

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნებისთვის მზად არის.

იმ შემთხვევაში თიანეთის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს თიანეთში თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება. თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ასეთი სცენარისთვის მზად არის და არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს.

თამაზ მეჭიაური საკრებულოს ქმედებებში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

„ბიუჯეტი ორჯერ პოლიტიკური ნიშნით ჩააგდეს. პროექტი, რომელიც საკრებულოს წარედგინა, ჩემი წინამორბედის მიერ იყო შედგენილი. დროც არ მქონდა გავცნობოდი, მიუხედევად ამისა, მაინც ჩააგდეს. მივესალმები, თუ არჩევნები დაინიშნება და ეს მარაზმი დასრულდება. ალბათ საკრებულოში ვინმეს ეყოფა გონიერება და არ ჩაყვებიან სამარეში ზოგიერთ პოლიტიკურ მოძრაობას”, – განაცხადა მეჭიაურმა.

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე მერის განმეორებითი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს.