თამაზ მაქაცარია ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
თამაზ მაქაცარია ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრე დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად „გაგრას“ თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია აღიარა.

ეს ლოგიკური იყო, რადგან თამაზ მაქაცარიამ ეს ეტაპი ძალიან შედეგიანად ჩაატარა, მისი გაქანების და კლასის ფორვარდი ეროვნულ ლიგაშიც იშვიათია.

25 წლის ფეხბურთელმა „გაგრას“ ფორმით პირველ წრეში 8 მატჩი ჩაატარა და გასაოცარი შედეგიანობა აჩვენა – გაიტანა 9 გოლი, ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა და ბომბარდირებში კონკურენტს, მარტვილის „მერანის“ თავდამსხმელს, შეიკნე სილას 3 გოლით გაასწრო.

მაქაცარია 25 წლისაა. კარიერა 17 წლის ასაკში, 2012 წელს ცხინვალის „სპარტაკში“ ჩაირიცხა, სადაც 2015 წლამდე თამაშობდა. მერე იყო ბათუმის „დინამო“, დაბრუნება ცხინვალის „სპარტაკში“, „რუსთავი“, „სამტრედია“, ბოლნისის „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“, „გაგრაში“ კი 2020 წლიდან თამაშობს.