თამაზ მაქაცარია „ჟენისში“ გადავიდა #1TVSPORT
თამაზ მაქაცარია „ჟენისში“ გადავიდა #1TVSPORT

ყაზახურმა კლუბმა „ჟენისმა“ 27 წლის ქართველ თავდამსხმელთან, თამაზ მაქაცარიასთან კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ქართველი თავდამსხმელი დედაქალაქურ კლუბში „ყიზილჟარიდან“ გადავიდა, სადაც სეზონის დასაწყისიდან თამაშობდა – პეტროპავლოვსკის კლუბში მაქაცარიამ 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მაქაცარიამ პროფესიული კარიერა 2012 წელს „ცხინვალში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, „სამტრედიაში“, ბოლნისის „სიონში“, „ვიტ ჯორჯიაში“, გორის „დილასა“ და „გაგრაში“. სულ საქართველოს ჩემპიონატში 174 მატჩი ჩაატარა, 55 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ვებგვერდ Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის ფასი 200 ათასი ევროა.