თამაზ ბოკერია - აქ ჩამოსული ტაჯიკი ფეხბურთელები ქართულ კლუბებს წაადგებიან #1VSPORT
ტაჯიკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გელა შეყილაძის ასისტენტმა, თამაზ ბოკერიამ საქართველოს პირველ არხთან იმ ტაჯიკ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოში ჩამოვიდნენ.
„საქართველოში აზიის თასის შემდეგ ბევრი ტაჯიკი ფეხბურთელი ჩამოვიდა – ისინი ახალგაზრდა, პერსექტიული მოთამაშეები არიან და დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდებს წაადგებიან.
პირველად, შარშან წყალტუბოში მეხრუბონ ქარიმოვი ჩამოვიდა, რომელიც ეროვნულ გუნდში ჩვენ დავაწინაურეთ. „სამგურალმა“ შემდეგ ალიჯონი აინიც მიიწვია – ორივე 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელია.
მუროდალი ახნაზაროვი „სამტრედიამ“ მიიწვია, რომელიც ტაჯიკეთის ნაკრებში ასევე ჩვენი დაწინაურებულია. „დინამო თბილისმა“ დაიმატა ალიშერ შუქუროვი, რომელიც აუტსაიდერ გუნდში თამაშობდა, მაგრამ ძალიან პერსპექტიული ბიჭი იყო და ნაკრებში ავიყვანეთ.
პეტარს სეგრტს, ვის შტაბშიც ვმუშაობდით, კარგი თვალი აქვს და აზიის თასზე ტაჯიკეთის ნაკრების რვა საუკეთესოს შორის მხოვედრა ამანაც განაპირობა. ახლა ნაკრების წევრებით, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნების კლუბებიც დაინტერესდნენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თამაზ ბოკერია.